აშშ-ს განცხადებით სირიის ტერიტორია დაეში-სგან გათავისუფლებულია

ამერიკის მთავრობა მსგავს განცხადებებს ადრეც აკეთებდა

1169100
აშშ-ს განცხადებით სირიის ტერიტორია დაეში-სგან გათავისუფლებულია

თეთრი სახლის პრესმდივნის,  სარა სანდერსის განცხადებით, სირიაში ტერ ორგანიზაცია,  დაეში-ს ხელში კონტროლირებადი ტერიტორია აღარ არსებობს. პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ფლორიდაში მგზავრობის დროს სანდერსმა თვითმფრინავში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და სირიაში არსებული ბოლო მდგომარეობა შეაფასა რა, დასძინა, ტერ ორგანიზაცია, დაეში  სირიის ტერიტორიაზე აღარ არსებობს. მისივე თქმით,  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ განცხადებას პენტაგონიც გააკეთებს. ამერიკის მთავრობა მსგავს განცხადებებს ადრეც აკეთებდა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #სირია , #დაეში , #სარა სანდერსი

მსგავსი ინფორმაციები