ახალ ზელანდიაში იარაღის ტარებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები წესდება

ახალ ზელანდიაში იარაღის ტარებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები წესდება

1167890
ახალ ზელანდიაში იარაღის ტარებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები წესდება

ახალ ზელანდიაში საბრძოლო და ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და ტარება,  ქალაქ  ქრაისთჩერჩში გასული კვირის პარასკევ დღეს,  პარასკევის ლოცვის დროს ორ მეჩეთზე მომხდარი ტერაქტის, რომლის დროსაც  50 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა,   იკრძალება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჯასინდა არდერნიმ გააკეთა.  „ქალაქ ქრაისთჩერჩში ტერაქტიდან 72 საათში კაბინეტი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობის შეცვლაზე შეთანხმდა. დღეს, ტერაქტიდან 6 დღის შემდეგ ჩვენ, საბრძოლო ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ყველა ტიპის აკრძალვის შესახებ ვაცხადებთ“, განაცხადა არდერნიმ დედაქალაქ,  უელინგტონში გამართული პრესკონფერენციის დროს. შეგახსენებთ, რომ 15 მარტს, ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში ორ მეჩეთზე განხორციელებული ტერაქტის  დროს 50 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. იარაღის კონტროლთან დაკავშირებით ახალი კანონი ძალაში მიმდინარე წლის 11 აპრილს შევა.



მსგავსი ინფორმაციები