ტრამპი სენატს დაუპირისპირდა

მან პირველად გამოიყენა ვეტოს დადების უფლება

1164615
ტრამპი სენატს დაუპირისპირდა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სენატის მიერ გუშინ მიღებულ "ეროვნული საგანგებო მდგომარეობის" გაუქმების შესახებ კანონპროექტს, ვეტო დაადო და ამით თავისი პრეზიდენტობის სამ წლიან პერიოდში, პირველად გამოიყენა  ვეტოს უფლება.  

თეთრ სახლში გავრცელებულ განცხადებაში ტრამპმა თქვა: "დღეს მე ვიტოვებ ვეტოს გამოყენების უფლებას, კონგრესი თავისუფალია კანონპროექტის გაყვანაში, ხოლო მე მაქვს პასუხისმგებლობა ამ კანონპროექტზე ვეტოს დადებისა."

მანვე ამ კანონპროექტს "საშიში" და "უპასუხისმგებლო" უწოდა.

სენატის გენერალურ ასამბლეაზე 59 სენატორი მიემხრო ამ კანონპროექტს, ხოლო 41 სენატორმა უარყოფითი ხმა მისცა.

100 სავარძლიან სენატში კანონპროექტს მხარი დაუჭირა 45 დემოკრატმა, ორმა დამოუკიდებელმა და 12 რესპუბლიკელმა სენატორმა.

როგორც ცნობილია, ტრამპმა, ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე ემიგრანტების მოძალების გამო,  ქვეყანაში ეროვნული საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა



მსგავსი ინფორმაციები