მეჩეთებზე თავდამსხმელი ტერორისტი  სასამართლოზე წარსდგა

მორიგი პროცესი 5 აპრილს შესდგება

1164637
მეჩეთებზე თავდამსხმელი ტერორისტი  სასამართლოზე წარსდგა

 

რადიოსადგურ ახალი ზელანდიის განცხადებით, ქალაქ  ქრისტჩორჩში გუშინ, ორ მეჩეთზე  სისხლიანი თავდასხმის განმხორციელებელი  და გუშინვე დაკავებული ტერორისტი ბრენტონ ტარრანტი, სასამართლომ 49 ადამიანის მკვლელობაში და 40 ადამიანის დაჭრაში დამნაშავედ სცნო, თუმცა, ამავე რადიოს აზრით, მას სხვა ბრალდებებიც წაეყენება.

ახალი ზელანდიიდან მიღებული სხვა ინფორმაციებით, სასამართლო დარბაზში შესვლისას ტერორისტმა ღიად გაიღიმა, ხოლო ამის პარალელურად რასისტული მინიშნებებიც გააკეთა.

ამავე ინფორმაციით, ტარრანტის სასამართლო პროცესი ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში 5 აპრილს გაგრძელდება და მანამდის კი იგი პატიმრად დარჩება



მსგავსი ინფორმაციები