აშშ-ი, სირიელ ქურთ სეპარატისტებს ფინანსურადაც დაეხმარება

პენტაგონი ქურთული SDG-სათვის 300 მილიონ დოლარს ითხოვს

1162280
აშშ-ი, სირიელ ქურთ სეპარატისტებს ფინანსურადაც დაეხმარება

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა პენტაგონმა, 2020 ფინანსური წლისათვის კონგრესიდან მოთხოვნილი ბიუჯეტის დეტალები გამოაქვეყნა.

მისი მიხედვით, ტრამპის ხელისუფლება ამ უწყებისათვის 718.3 მილიარდი დოლარის ბიუჯეტს ითხოვს და ამ თანხიდან  300 მილიონი დოლარი სირიის ჩრდილოეთში მოქმედი ქურთული SDG-სათვის (სირიის დემოკრატიული ძალები) არის გათვალისწინებული, რომელსაც ანკარა ტერ ორგანიზაციად აღიარებს.

გარდა ამისა, ე.წ. ომის ფონდში 9.2 მილიარდი დოლარი კი გადაუდებელ სიტუაციების, მათ შორის მექსიკის საზღვარზე ასაშენებელი უსაფრთხოების კედლისთვის არის გათვალისწინებული.

გასული წლის პენტაგონის ბიუჯეტში, ერაყსა და სირიაში DEAŞ-თან ბრძოლის კონტექსტში და ასევე სასწავლო-აღჭურვითი პროგრამის ფარგლებში 1 მილიარდ 400 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი, ხოლო წლევანდელში ეს თანხა შემცირებულია და 1 მილიარდ 45 მილიონს შეადგენს, აქედან 745 მილიონი დოლარი ერაყის არმიას, ხოლო 300 მილიონი კი სირიის არმიას მოხმარდება, კიდევ 250 მილიონი დოლარი კი, სირიის საზღვრების უსაფრთხოების მხარდაჭერას მოხმარდება.

მოკლედ, პენტაგონს, სირიაში დეაშის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მთლიანობაში  550 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი ქურთული ტერ ორგანიზაცია YPG / PKK-ს მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების დასაცავად, რაც მთლიანად ეწინააღმდეგება აშშ-ის მოკავშირე თურქეთის ინტერესებს



მსგავსი ინფორმაციები