ანტალიაში მყოფი ჩავუშოღლუ თურქ-მესხებს შეხვდა

“ამერიკელი თურქი მესხები, თურქეთის მოქალაქეობასაც მიიღებენ“

1161777
ანტალიაში მყოფი ჩავუშოღლუ თურქ-მესხებს შეხვდა

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, გუშინ ანტალიაში, მსოფლიოს თურქი-მესხების ასოციაციის, ხმელთაშუაზღვისპირეთში მცხოვრები თურქი-მესხების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან საუბარში თქვა, რომ  აშშ-ში მცხოვრებ და უკვე მოქალაქეობა მიღებულ თურქ მესხებს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეობასაც მისცემენ. “თურქი მესხები სადაც არ უნდა წავიდნენ, არ ავიწყდებათ თავიანთი იდენტურობა, ადათ-წესები და ტრადიციები, თურქობა და მუსლიმანობა, ხოლო ზოგიერთ ადათ-წესებს თაობიდან თაობაზე გადასცემენ. თურქი-მესხები მამაცები არიან, თავიანთი სიტყვის ერთგულებიც არიან, მე ყოველთვის მათ გვერდით ვიდექი და დღემდე კარგი სამსახურიც გამიწევია მათთვის“, განაცხადა თურქმა დიპლომატმა. მისივე თქმით, თურქი-მესხების სამშობლოში, ახალციხეში დაბრუნების მიზნით, ევროპის საბჭოსთან და საქართველოსთან გამართული  მოლაპარაკებების შედეგად, მნიშვნელოვანი კანონი გამოსცეს, ხოლო ახალციხის რეგიონში დაბრუნებულებისათვის სახლები იყიდეს, მათ რელიგიურ და სასკოლო მომსახურებას უწევენ. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ში მცხოვრებ და აშშ-ის მოქალაქეობის მიმღებ თურქ მესხებს, ორმაგ მოქალაქეობას მისცემენ. "ჩვენ მათ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეობას მივცემთ. იმ პირების შესახებ, რომლებსაც თურქეთის მოქალაქეობა სურთ, მსოფლიო თურქი მესხების ასოციაციასთან ერთობლივად ვმუშაობთ", განაცხადა ჩავუშოღლუმ



მსგავსი ინფორმაციები