ლავროვის ვიზიტი თურქეთში გადაიდო

ვიზიტი 18 მარტისთვის გადაიდო

1161093
ლავროვის ვიზიტი თურქეთში გადაიდო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის,  თურქეთში ხვალისთვის დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო. Sputnik-ის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლავროვის 12 მარტისთვის თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი, 18 მარტისთვის გადაიდო. ამავე განცხადებით ლავროვის ვიზიტის გადადება,  თურქულ მხარესთან შეთანხმებით მოხდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 12-13 მარტს ანტალიაში თავის თურქ კოლეგა,  მევლუთ ჩავუშოღლუს უნდა შეხვედროდა რა, მინისტრებს,  რუსეთ-თურქეთის სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.



მსგავსი ინფორმაციები