ბოლტონმა დაეშის შესახებ განცხადება გაავრცელა

“ეს ტერ ორგანიზაცია ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნის სირიასაც და მსოფლიოსაც“

1161053
ბოლტონმა დაეშის შესახებ განცხადება გაავრცელა

 

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი, აშშ-ის სატელევიზიო არხ  ABC-ის სტუმარი იყო და შეფასება მისცა რა ტერ ორგანიზაცია DAEŞ-ის და მის შესახებ ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებებს, თქვა, რომ ეს რადიკალური ორგანიზაცია ჯერ კიდევ არ არის მთლიანად განადგურებული და ამიტომ ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნის სირიასაც და მსოფლიოსაც. "ჩვენ ვიცით, რომ DAEŞ- ის მებრძოლები სირიასა და ერაყში კვლავ მიმოფანტული არიან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იზრდებიან. ასე რომ, DAEŞ-ი კვლავ საფრთხეს გვიქმნის", ხაზგასმით განაცხადა ბოლტონმა. მისივე თქმით, ვაშინგტონი სირიაში 400-მდე ჯარისკაცს დასტოვებს და ისინი შეეწინააღმდეგებიან და თავიდან აიცილებენ DAEŞ-ის გაძლიერებას.



მსგავსი ინფორმაციები