სამგზავრო ბორანი ზღვის არსებას შეეჯახა
დაიჭრა 80-მდე ადამიანი
1160227
იაპონიაში, სამგზავრო ბორანის ზღვის არსებაზე შეჯახების შედეგად, მინიმუმ 80 ადამიანი დაშავდა.
იაპონიის საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს თანახმად, ნიიგატას პორტიდან გასული ბორანი, იაპონიის ზღვაში მდებარე სადოს კუნძულის ღია წყლებში, რაღაც ზღვის არსებას შეეჯახა, რის შედეგადაც მთლიანობაში 80-მდე ადამიანი დაიჭრა და მათ შორის ხუთი კაცი მძიმედ დაშავდა.
ამავე ცნობით, შეჯახება ისეთი სიძლიერის ყოფილა, რომ ბორანის ბოლო ნაწილში 15 სმ-ის სისქის ბზარი გაჩენილა, ხოლო ამის პარალელურად ჰიდროფილური ფრთებიც დაზიანებულა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბორანს გზა გაუგრძელებია და რიოტსუს ნავსადგურში შესულა.
“ამ შემთხვევის დროს ბორანზე 121 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა“, იტყობინება კიოდოს სააგენტო