ისრელის ჯარისკაცებმა კიდევ ერთი პალესტინელი მოკლეს

დაჭრილებს შორის კი ჟურნალისტები და სამედიცინო პერსონალიც არის

1160107
ისრელის ჯარისკაცებმა კიდევ ერთი პალესტინელი მოკლეს

 

ისრაელის ჯარისკაცების მიერ ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორის საზღვარზე გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლის დროს, ისრაელის ჯარისკაცების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 1 პალესტინელი დაიღუპა, 47 დაშავდა. ამის შესახებ წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ და ხაზი გაუსვა, რომ დაჭრილებს შორის 2 ჟურნალისტი და 4 სამედიცინო პერსონალიც არის. პალესტინელები ღაზის სექტორის საზღვარზე გასული წლის 30 მარტის აქეთ აწყობენ საპროტესტო გამოსვლებს და ამ ხნის განმავლობაში
ისრაელის ჯარისკაცებმა მთლიანობაში 230 პალესტინელი მოკლეს. ამ დროს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსმა განაცხადა, რომ პალესტინელებზე განხორციელებული მასიური თავდასხმების გამო, ისინი ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს შეამცირებენ



მსგავსი ინფორმაციები