მანაფორტს 47 თვის ვადით პატიმრობა გამოეტანა

მას ბრალი წაეყენა გადასახადების გადაუხდელობასა და საბანკო თაღლითობაში

1159374
მანაფორტს 47 თვის ვადით პატიმრობა გამოეტანა

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი საარჩევნო კამპანიის მენეჯერ პოლ მანაფორტს, გადასახადების გადაუხდელობისა და საბანკო თაღლითობის გამო   47 თვით პატიმრობა მიესაჯა.

უკრაინაში, პოლიტიკური მრჩევლის საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან გადასახადის გადაუხდელობის და საბანკო თაღლითობის გამო, პროკურატურა მისთვის 24 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, მაგრამ, სასამართლომ 47 თვის ვადით პატიმრობის განაჩენი გამოუტანა.

როგორც ცნობილია, მანაფორტის მიმართ სამამართლო პროცესია გახსნილი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებშიც და ამ ბრალდების თაობაზე განაჩენს კი მომავალ კვირას გამოიტანენ.

მანაფორტი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, უკრაინაში სამი თვის განმავლობაში, როგორც ტრამპის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი, ისე მუშაობდა და გადასახადის გადაუხდელობის ბრალდების წაყენებისთანავე იგი გადადგა.

რუსეთის მხრიდან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ბრალდებაზე კი, აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა მიულერმა, რუსეთთან სავარაუდო ურთიერთობების გამო საარჩევნო კამპანიაში მონაწილე ზოგიერთი პირების დაკითხვა დაიწყო და მათ შორის არიან ყოფილი ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველი მაიკლ ფლინი, ტრამპის ყოფილი კამპანიის მენეჯერი მანაფორტი, მისი მოადგილე რიკ გეითსი და საგარეო პოლიტიკის მრჩეველი, გიორგი პაპადოპულოსი.



მსგავსი ინფორმაციები