უკრაინა თურქეთიდან შესყიდულ უპილოტო საფრენი  აპარატების ტესტირებას იწყებს

თურქეთმა უკრაინას ერთი წლის განმავლობაში 6 ერთეული „Bayraktar TB2“-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი უნდა გადასცეს

1159100
უკრაინა თურქეთიდან შესყიდულ უპილოტო საფრენი  აპარატების ტესტირებას იწყებს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ თურქეთიდან შესყიდულ უპილოტო ლეტალური აპარატების „Bayraktar TB2“-ის კომპლექსის  ტესტირებიდაწყებას აპირებენ. მან ამის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მიღწეული შეთანხმების შედეგად შეძენილი,  უპილოტო ლეტალური აპარატების ‘Bayraktar TB2’-ის ტესტირებას უახლოეს ხანებში ვიწყებთ.“ თურქეთ უკრაინას შორის უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვის  შესახებ შეთანხმება, მიმდინარე წლის იანვრის თვეში გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში თურქეთმა უკრაინას ერთი წლის განმავლობაში 6 ერთეული „Bayraktar TB2“-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი უნდა გადასცეს.  ეს უპილოტო აპარატები მაღალტექნოლოგიური მახასიათებლებით ხასიათდებიან, მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც  ჯავშანტექნიკის, ასევე საზღვაო სამიზნეების გასანადგურებლად.



მსგავსი ინფორმაციები