შესაძლოა კიმ ჩენ ინიმ ტრამპს იმედები გაუცრუოს

ტრამპი: „იმედგაცრუებული ვიქნები, თუ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამშვები ობიექტების აღდგენა დადასტურდება“

1158554
შესაძლოა კიმ ჩენ ინიმ ტრამპს  იმედები გაუცრუოს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ძალიან იმედგაცრუებული იქნება ჩრდილოეთ კორეის ლიდერით, კიმ ჩენ ინით იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ქვეყანამ რაკეტების გამშვები ობიექტების აღდგენა მართლაც დაიწყო. აღნიშნულის შესახებ განცხადება თეთრი სახლიდან გავრცელდა. ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, რომელმაც გასულ წელს სარაკეტო გამშვები პლატფორმების დახურვას დათანხმდა, ხელმეორედ მშენებლობის დაწყების თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში  აღნიშნა, რომ მტკიცე განცხადებების გაკეთება ჯერ ადრეა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, სამხრეთ კორეაში გამოქვეყნებულ ერთ-ერთი გაზეთის  მიერ ქვეყნის ეროვნული დაზვერვის სამსახურზე  დაყრდნობით   გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ჩრდილოეთ კორეამ, რომელმაც გასულ წელს სარაკეტო გამშვები ობიექტების  დახურვას დათანხმდა, ხელმეორედ დაიწყო აღდგენა.  ფხენიანის მახლობლად,  მდებარე ობიექტი მხოლოდ სატელიტების გასაშვებად და ძრავების შესამოწმებლად გამოიყენებოდა რა,  ბალისტიკური რაკეტები აღნიშნული ობიექტიდან  არასდროს გაუშვიათ. ჩრდილოეთ კორეამ  აღნიშნული ობიექტის დაშლა გასულ წელს დაიწყო, თუმცა ვაშინგტონთან მოლაპარაკებების შეფერხების შემდეგ, პროცესი შეაჩერა.  უნდა აღინიშნოს, რომ აღდგენითი სამუშაოები,  აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ვიეტნამის დედაქალაქ, ჰანოიში 27-28 თებერვალს გამართული შეხვედრის უშედეგოდ დასრულების შემდეგ დაიწყო.

მეორეს მხრივ საკითხთან დაკავშირებით ერთი განცხადება სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეომაც გააკეთა და დასძინა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები