ხუან გუაიდო ვენესუელაში დაბრუნდა

ხუან გუაიდო ვენესუელაში დაბრუნდა

1156905
ხუან გუაიდო ვენესუელაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 11 დღის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. აშშ-ს მიერ კოლუმბიის გავლით ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის წინა დღეს ქვეყნიდან წასული ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდომ სოციალური ქსელით მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ვენესუელაში თავისუფალ პირებად ვბრუნდებით, საწინააღმდეგოს ნურავინ იფიქრებს.“ ვენესუელის მთავარმა პროკურორმა იანვრის თვეში ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვების აკრძალვის  და საბანკო ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. ვენესუელის ეროვნულ მეჯლისის თავმჯდომარემ, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს, ხუან გუაიდომ იანვრის  თვეში საკუთარი თავი „დროებით სახელმწიფო მეთაურად“ გამოაცხადა და იგი აშშ-ს თაოსნობით ავსტრალიამ, კანადამ, კოლუმბიამ, პერუმ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, ბრაზილიამ, ჩილემ, პანამამ, არგენტინამ, კოსტა რიკამ, გვატემალამ და სხვა ქვეყნებმა აღიარეს და ბოლოს ასეთივე ნაბიჯი გადადგა ევროპარლამენტმაც.  თურქეთი, მექსიკა, რუსეთი, ირანი, კუბა, ჩინეთი და ბოლივია მხარს ეჭერს ვენესუელას სახელმწიფოს მეთაურს ნიკოლას მადუროსა და მის მთავრობას. მადურომ კი განვითარებული მოვლენების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-თან წყვეტს დიპლომატიურ და პოლიტიკურ კავშირს, თუმცა სავაჭრო  ურთიერთობებს გააგრძელებს.  აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განვითარებული მოვლენების შემდეგ ვენესუელაში სამხედროების გაგზავნა ერთერთ არჩევანად დაასახელა.



მსგავსი ინფორმაციები