ავსტრიაში პირისპირი შეხვედრა შესდგა გერასიმოვსა და დანფორდს შორის

განიხილეს აქტუალური საკითხები

1157237
ავსტრიაში პირისპირი შეხვედრა შესდგა გერასიმოვსა და დანფორდს შორის

 

1987 წელს რუსეთთან გაფორმებული საშუალო რადიუსიანი ბირთვული ძალების შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლის შემდეგ, ამ ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსები, ვალერი გერასიმოვი და ჟოზეფ დანფორდი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ და ეს შეხვედრა ავსტრიაში შესდგა.

ამის შესახებ წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა აშშ-ს გენერალური შტაბის პრეს წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა პატრიკ რაიდერმა და დასძინა, რომ ორი გენერალი შეთანხმდნენ, არ გაეზიარებინათ მოლაპარაკებების დეტალები.

"ორი  ქვეყნის სამხედრო ლიდერებმა განიხილეს როგორც სირიაში კოალიციისა და რუსეთის ძალების ოპერაციების უსაფრთხოდ გამოყოფის, აშშ-რუსეთის სამხედრო ურთიერთობების, ევროპაში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის და სხვა მნიშვნელოვანი აქტუალური საკითხები, ასევე აშშ-სა და რუსული არმიის ოპერატიული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სტაბილურობის გაძლიერების მცდელობებიც", აღნიშნა რაიდერმა.

როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 თებერვალს, 1987 წელს რუსეთთან ხელმოწერილი საშუალო რადიუსიანი ბირთვული ძალების შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ეს ქვეყანაც გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან



მსგავსი ინფორმაციები