ტრამპი, თავისი ქვეყნის ახლო აღმოსავლური პოლიტიკით უკმაყოფილოა

“ამ რეგიონში 7 ტრილიონი დოლარი ტყუილად დაგვიხარჯია“

1155807
ტრამპი, თავისი ქვეყნის ახლო აღმოსავლური პოლიტიკით უკმაყოფილოა

 

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სიტყვით გამოვიდა  ვაშინგტონში, რესპუბლიკელების მხრიდან ორგანიზებულ "კონსერვატორების პოლიტიკურ ქმედებათა“ კონფერენციაზე, რომელზედაც ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებთან ერთად აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკასაც შეეხო და თქვა, რომ ხსენებულ რეგიონში დახარჯულ ფულს რაიმე დადებითი ზეგავლენა არ მოუხდენია რეგიონის განვითარებაზე, როცა ამ დიდი თანხით შეიძლებოდა ამერიკის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მთლიანი განახლება.

მანვე გაიხსენა ერაყში ვიზიტის დროს, მისი თვითმფრინავის დაშვებისას, უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე მასში შუქების გამორთვას და არ დამალა ამის გამო თავის გაოცება და გულაცრუება.

"ბოლო 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში 7 ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ, მაგრამ, ჩვენი თვითმფრინავების შუქების გამორთვის გარეშე, მაინც  უსაფრთხოდ ვერ ვფრინავთ და ვერ ვჯდებით ამ ტერიტორიებზე. ეს კი ძალიან ცუდია და 7 ტრილიონი დოლარი ტყუილად დაგვიხარჯია“, განაცხადა ტრამპმა.

იგი  აშშ-ს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯიმ მატისის გადაყენების საკითსაც შეეხო და თქვა, რომ როცა მას, დაეშის განადგურების თარიღი ჰკითხა, პასუხად სულ ცოტა 2 წელი დაუსახელა, მაგრამ, როცა ერაყში ჩავიდა და იქ მომსახურე გენერლებს ჰკითხა, მათ უპასუხეს, რომ თუ ხილაფატელებს ამერიკული სამხედრო ბაზებიდანაც დაარტყამენ 2 კვირაში ბოლო მოუღებდნენ მათ და ასეც მოიქცნენ.

ტრამპი, ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაწყებულ დაძაბულობასაც შეეხო და თქვა, რომ ინდოეთს მაღალი საგადასახადო ტარიფები აქვს დაწესებული აშშ-ს პროდუქციაზე და ამიტომ ისიც ინდურ პროდუქციაზე 25%-იან საბაჟო გადასახადს დააწესებს



მსგავსი ინფორმაციები