იმრან ხანმა ეროვნული უშიშროების საბჭო მოიწვია

იმრან ხანმა ეროვნული უშიშროების საბჭო მოიწვია

1154251
იმრან ხანმა ეროვნული უშიშროების საბჭო მოიწვია

პაკისტანის პრემიერმინისტრმა  იმრან ხანმა ინდოეთთან წარმოქმნილი დაძაბულობის შემდეგ, ეროვნული უშიშროების საბჭო მოიწვია. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრ იმრან ხანის თანათავჯდომარეობით შეკრებილ უშიშროების საბჭოზე, ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის დაძაბულობა იქნა განხილული. შეხვედრაზე, შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა ბირთვული არსენალის უსაფრთხოების, მოვლენების განვითარების მიხედვით შესაბამისი რეაგირების  და სტრატეგიის შესახებ ბრიფინგი გამართა. ინდოეთ-პაკისტანს შორის დაძაბულობამ პიკს, 14 თებერვალს  ქაშმირში,  ინდოეთის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონში პოლიციის განყოფილებაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ  მიაღწია. აღნიშნული თავდასხმის დროს 44 ადამიანი დაიღუპა. ნიუ-დელის მთავრობამ ქაშმირში  მომხდარ თავდასხმაში პაკისტანი დაადანაშაულა. ინდოეთმა კი 26 თებერვალს განაცხადა, რომ პაკისტანის კონტროლის ქვეშ მყოფ ქაშმირის რეგიონში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ საჰაერო იერიში მიიტანა. ამის შემდეგ კი პაკისტანმა ინდოეთის კუთვნილი ორი სამხედრო თვითმფრინავი  საჰაერო სივრცის დამრღვევის საბაბად  ჩამოაგდო. ორ ქვეყანას შორის წარმოქმნილი დაძაბულობის შემდეგ პაკისტანის მხარემ საჰაერო სივრცე მთლიანად ჩაკეტა. პაკისტანის პრემიერმინისტრ, იმრან ხანმა კი პრობლემის დიალოგის გზით მოგვარების ინიციატივით გამოვიდა.



მსგავსი ინფორმაციები