ხანძარი მატარებლის სადგურში

დაიღუპა 20 კაცი

1153508
ხანძარი მატარებლის სადგურში

 

ეგვიპტიდან მიღებული ინფორმაციით, დედაქალაქ კაიროს მატარებლის სადგურში ხანძარი წარმოიშვა, რის შედეგადაც, პირველადი ცნობებით 20 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა.  

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტრაგედიის ადგილს სახანძრო  და სასწრაფო დახმარების დამატებითი ეკიპაჟები მიავლინეს.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციებით  კი ორი მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ვაგონიდან აფეთქების ხმა გაისმა.

ხელისუფლების მხრიდან მატარებლის სადგურში გაჩენილი ხანძრის შესახებ, ჯერ ჯერობით რაიმე ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა



მსგავსი ინფორმაციები