მორიგი შეიარაღებული თავდასხმა კადუნაში
დაიღუპა 29 კაცი
1153276
დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ნიგერიაში, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა.
კადუნას პროვინციის პოლიციის დეპარტამენტის პრეს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმა შეიარაღებულმა უცნობმა პირებმა, მაროსა და კაჩიას დასახლებებზე განახორციელეს, რომლის დროსაც 29 კაცი დაიღუპა, მათ შორის 1 პოლიციელი, ხოლო ათობით კი დაიჭრა და ზოგიერთების მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, რის გამოც დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან.
ამავე კადუნას პროვინციაში, გასულ კვირას განხორციელებული თავდასხმის შედეგად კი, სულ ცოტა 66 ადამიანი დაიღუპა.
მსგავსი ინფორმაციები
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა