ინდოეთ-პაკისტანს შორის დაძაბულობა იზრდება

ერთმანეთის კუთვნილი გამანადგურებლები ჩამოაგდეს

1153406
ინდოეთ-პაკისტანს შორის დაძაბულობა იზრდება

 

პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ასიფ გაფურმა, Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პაკისტანის არმიამ, ამ ქვეყნის საჰაერო სივრცის დამრღვევი ინდოეთის კუთვნილი ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელთაგან 1 თვით ინდოეთის ტერიტორიაზე დაეცა, ხოლო მეორე კი პაკისტანის მხრიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე და მისი პილოტი ტყვედ აიყვანეს.

ეს ფაქტი დადასტურებულ იქნა პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც და ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ინდური გამანადგურებლები საზღვრების თავდაცვის ფარგლებში ჩამოაგდეს.

"მთელი ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ დემონსტრირება საკუთარი თავის დაცვისა. ჩვენ არ გვინდა, ესკალაცია, მაგრამ, ასეთი სიტუაციებისთვისაც მზად ვართ“, აღნიშნულია ამ განცხადებაში.

ინდოეთის მედია კი იტყობინება, რომ მათაც 1 პაკისტანური გამანადგურებელი ჩამოაგდეს



მსგავსი ინფორმაციები