თურქეთმა ხოჯალოს მასიური მკვლელობა კიდევ ერთხელ დაგმო
1992 წლის 26 თებერვალს ხოჯალოში სომხების მხრიდან აზერბაიჯანლების მასიური ხოცვა-ჟლეტა განხორციელდა
თურქეთმა, ხოჯალოს ხოცვა-ჟლეტის 27-ე წლისთავ და სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება 1992 წლის 26 თებერვალს მთიანი ყარაბაღი, ქალაქ ხოჯალოში, განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპულებთან დაკავშირებით. ხოჯალოს გენოციდის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ მესიჯში დაგმობილ იქნა ადამიანთა მასიური ხოცვა და აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაცია. „27 წლის წინ, ხოჯალოში, აზერბაიჯანელ ძმებზე განხორციელებულ თავდასხმას და სასტიკ ხოცვა ჟლეტას, თურქეთი გულით განიცდის და იზიარებს მათ მწუხარებას. სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო გაერთიანებების მხრიდან განხორციელებულ ხოცვას და აზერბაიჯანის ტერიტორიების წლების მანძილზე ოკუპაციას მკაცრად ვგმობთ,“ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის სამხედროების მხრიდან 1992 წლის 26 თებერვალს, მთიანი ყარაბაღის ქალაქ ხოჯალოს თავდასხმაში მოკლულ იქნა სულ 613 ადამიანი, მათგან 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი იყო. დაიჭრა 76 ბავშვის ჩათვლით 487 და ტყვედ იქნა აყვანილი 1275 ადამიანი. იმ წლიდან მოყოლებული დაკარგული 150 ადამიანის ბედი კი ჯერაც უცნობია.