ლავროვი: „აშშ მსოფლიოს ანაწევრებს“

ლავროვი: „აშშ მსოფლიოს ანაწევრებს“

1152951
ლავროვი: „აშშ მსოფლიოს ანაწევრებს“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი დაიწყო.  სერგეი  ლავროვი  სხვადასხვა შეხვედრების მიზნით ვიეტნამში იმყოფება სადაც,  საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის შეხვედრაზე მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლისას ასევე  გაეროუუნარობაზეც გაამახვილა ყურადღება რა, მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო განვითარებად რეგიონების წარმომადგენლობას სრულად ვერ უზრუნველყოფს. „შეიძლება განვაცხადოთ, რომ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი დაიწყო. საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი გაყოფილია. აშშ კი ყველაფერს ანაწევრებს. ეს ყველაფერი  ევრაზიის ზოგიერთ რეგიონებში განვითარებული მოვლენებით შეიძლება ავხსნათ. ჩვენ კი გვინდა გადავდგათ ნაბიჯები ინკლუზიური პროცესის ინიცირებაზე. დასავლეთის ქვეყნები მიგრანტების საკითხებთან დაკავშირებით საჭირო ნაბიჯებს არ დგამენ. ლიბიის დღევანდელ მდგომაროებაში ჩამგდები ჩვენ არ ვართ. ახლა კი ქვეყანაში ტერორისტული საქმიანობებით დაკავებულები, ჩრდილოეთში გაქცევას ცდილობენ. ამიტომ, ჩვენი სურვილია, ის ვისაც ამ ყველაფერში კავშირი აქვს, შესაბამისი ზომები მიიღონ,“ განაცხადა ლავროვმა.  



მსგავსი ინფორმაციები