ევროკავშირი ვენესუელაში  სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგია

ევროკავშირი ვენესუელაში  სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგია

1152665
ევროკავშირი ვენესუელაში  სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგია

ევროკავშირის კომისიის პრესსპიკერმა მაჟა  კოჟიანჩიჩიმ  განაცხადა, რომ ვენესუელაში არსებული კრიზისი მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით უნდა მოგვარდეს და  იგი ძალადობაში არ უნდა გადაიზარდოს. მისი თქმით, ვენესუელაში ყოველგვარი სამხედრო ინტერვენცია თავიდან უნდა იქნეს აცილებული.   ვენესუელაში,  ეროვნულ მეჯლისის თავმჯდომარემ, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს, ხუან გუაიდომ გასულ თვეში საკუთარი თავი ‘დროებით სახელმწიფო მეთაურად’ გამოაცხადა რა,  იგი აშშ-ს თაოსნობით ავსტრალიამ, კანადამ, კოლუმბიამ, პერუმ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, ბრაზილიამ,  და სხვა მრავალმა ქვეყნებმა აღიარეს.  ასეთივე ნაბიჯი გადადგა ევროპარლამენტმაც.  ხოლო,  თურქეთი, მექსიკა, რუსეთი, ირანი, კუბა, ჩინეთი და ბოლივია მხარს ეჭერს ვენესუელას სახელმწიფოს მეთაურს ნიკოლას მადუროსა და მის მთავრობას. მადურომ კი განვითარებული მოვლენების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-თან წყვეტს დიპლომატიურ და პოლიტიკურ კავშირს, თუმცა სავაჭრო  ურთიერთობებს გააგრძელებს.  აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განვითარებული მოვლენების შემდეგ ვენესუელაში სამხედროების გაგზავნა ერთერთ არჩევანად დაასახელა.



მსგავსი ინფორმაციები