საარტილერიო თავდასხმა ბაზარზე

დაიღუპა 12 ჯარისკაცი

1151603
საარტილერიო თავდასხმა ბაზარზე

 

იემენის ჩრდილო დასავლეთში მდებარე ქალაქ სადას მახლობელ ელ ბუქას რაიონის ბაზარზე ჰუსიტი ბოევიკების თავდასხმას 12 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 50 დაიჭრა და მათ შორის მრავლად არიან სამოქალაქო პირები.

სამთავრობო სამხედრო წყაროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, იემენის ლეგიმიტური ხელისუფლების მოწინააღმდეგე შიიტი ჰუსიტების დაჯგუფებამ, 20 საარტილერიო ჭურვი ესროლა იმ ბაზარს, სადაც ვაჭრობდნენ იემენელი სამხედროები.

ამავე ცნობით, ზოგიერთი დაჭრილი სამხედრო და სამოქალაქო პირის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან



მსგავსი ინფორმაციები