პომპეო: "მადუროს დღეები დათვლილია"

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ამერიკულ ტელერახ CNN-ით გასულ პროგრამაში ვენესუელაში განვითარებული ბოლო მოვლენები შეაფასა

1151835
პომპეო: "მადუროს დღეები დათვლილია"

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ამერიკულ ტელერახ CNN-ით გასულ პროგრამაში ვენესუელაში განვითარებული ბოლო მოვლენები შეაფასა.

პომპეომ განაცხადა, რომ გააგრძელებენ ძალისხმევას ვენესუელის ხალხის მიერ „დემოკრატიის მოპოვებისა“ და „ჰუმანიტარული დახმარების“ მიწოდებისათვის და აშშ-ს ერთადერთი მიზანი ვენესუელაში დემოკრატიაა.

„აშშ დროებითი სახელმწიფოს მეთაურის ხუან გუადიოს მხარდაჭერას გააგრძელებს. მოვუწოდებთ ვენესუელის არმიას დაუბრუნდეს საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოვალეობას... დარწმუნებული ვარ რომ მადუროს დღეები დათვლილია.“-განაცხადა მაიკ პომპეომ.   

აშშ-ს სახელწმიფო მდივანმა კუბისა და ნიკარაგუის საკითხებიც ფართოდ შეაფასა, თუმცა საყურადღებოა, რომ ეგვიპტეში სიკვდილით დასჯის ფაქტებზე რაიმე შეფასება არ გაუკეთებია.

Fox News-ის არხით გასულ გადაცემაში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ვენესუელას სახელმწიფოს მეთაურს „ავადმყოფი ტირანი“ უწოდა და დასძინა, რომ „ჰუმანიტარული ტვირთის“ ტრაილერების ვენესუელაში შესვლას ხელს ვერ შეუშლიან და ამ საკითხზე ვენესუელის არმიამ საჭიროა პასუხისმგებლობა აიღოს.


ვენესუელის ეროვნულ მეჯლისის თავმჯდომარემ, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს, ხუან გუადიომ გასულ თვეში საკუთარი თავი „დროებით სახელმწიფო მეთაურად“ გამოაცხადა და იგი აშშ-ს თაოსნობით ავსტრალიამ, კანადამ, კოლუმბიამ, პერუმ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, ბრაზილიამ, ჩილემ, პანამამ, არგენტინამ, კოსტა რიკამ, გვატემალამ და სხვა ქვეყნებმა აღიარეს და ბოლოს ასეთივე ნაბიჯი გადადგა ევროპარლამენტმაც.

თურქეთი, მექსიკა, რუსეთი, ირანი, კუბა, ჩინეთი და ბოლივია მხარს ეჭერს ვენესუელას სახელმწიფოს მეთაურს ნიკოლას მადუროსა და მის მთავრობას. მადურომ კი განვითარებული მოვლენების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-თან წყვეტს დიპლომატიურ და პოლიტიკურ კავშირს, თუმცა სავაჭრო  ურთიერთობებს გააგრძელებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განვითარებული მოვლენების შემდეგ ვენესუელაში სამხედროების გაგზავნა ერთერთ არჩევანად დაასახელა.

 



მსგავსი ინფორმაციები