ვენესუელამ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობები  გაწყვიტა

ვენესუელამ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობები  გაწყვიტა

1151244
ვენესუელამ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობები  გაწყვიტა

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ კოლუმბიასთან ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მადურომ დედაქალაქ კარაკასში, მისი მხარდაჭერების მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა რა დროსაც განაცხადა, რომ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მადურომ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „არასოდეს დავნებდებით. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ქვეყნის დამოუკიდებლობას დავიცავ. ჩვენ არაფრის გვეშინია. რაც შეეხება  ხუან გუაიდოს,  მას  აშშ-ს დახმარებით ვენესუელის კოლონიზაციად   გადაქცევა სურს. ფაშისტი კოლუმბიის მთავრობის თავდასხმაზე მეტს ვეღარ მოვითმენ. ამიტომ, კოლუმბიასთან ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტეთ. კოლუმბიელ დიპლომატებს კი ქვეყნის დასატოვებლად 24 საათიან ვადას ვაძლევ“.  კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი მადუროს განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მადუროს გადაწყვეტილებას არ აღიარებენ. მეორეს მხრივ დედაქალაქ კარაკასში ოპოზიციონერებმაც გამართეს აქცია რა, ჯარს მოუწოდეს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის ნებართვა მისცენ.



მსგავსი ინფორმაციები