იტალიაში ძლიერი  ქარიშხალის გამო სამი ადამიანი დაიღუპა

კოლიზეუმის  მონახულება  დროებით აიკრძალა

1151485
იტალიაში ძლიერი  ქარიშხალის გამო სამი ადამიანი დაიღუპა

იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ქარიშხლის დროს სამი ადამიანი დაიღუპა. იტალიური სააგენტო „Ansa“-ს  (ანსა) ცნობით, ლაციოს რეგიონში, ალვიტის რაიონში სახლის  კედლის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ხოლო,  დედაქალაქ რომაში ერთ-ერთ მოქალაქეს  ხე დაეცა რა, იგიც გარდაიცვალა. მეორეს მხრივ, ძლიერი ქარის გამო ტურისტებისთვის რომში მდებარე ამფითეატრი,  კოლიზეუმის  მონახულება  დროებით აიკრძალა.  



მსგავსი ინფორმაციები