ტრამპმა გაეროში მუდმივი წარმომადგენელის კანდიდატი დაასახელა

კელი გრაფტი ამჟამად კანადის ელჩია

1151017
ტრამპმა გაეროში მუდმივი წარმომადგენელის კანდიდატი დაასახელა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გაერო-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კელი კრაფტის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამჟამად ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია კანადაში.

ამის შესახებ ტრამპმა, სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან განაცხადა: "მე მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ კელი კრაფტს, კანადაში ჩვენს ელჩს, წარვადგენ გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე. კელიმ შესანიშნავი სამუშაოები განახორციელა თავის ამჟამინდელ პოსტზე“.

ტრამპმა ამ თანამდებობაზე, უფრო ადრე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს წარმომადგენლის ჰეტერ ნაუერტის კანდიდატურა წარადგინა, მაგრამ, გასულ დღეებში ნაუერტმა, ოჯახური მიზეზების გამო, უარი განაცხადა ამ პოსტის დაკავებაზე



მსგავსი ინფორმაციები