მოსკოვი ანკარას ავღანეთის მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევს

“თურქეთი შეიძლება ჩართულ იქნას ავღანეთის პრობლემის გადაწყვეტაში“

1151008
მოსკოვი ანკარას ავღანეთის მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევს

 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში ზამირ ქაბულოვმა განაცხადა, რომ თურქეთი შეიძლება ჩართულ იქნას ავღანეთის პრობლემის გადაწყვეტაში.

ამის შესახებ ქაბულოვმა,  აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელთან ავღანეთში, ზალმაი ჰალილზადესთან ანკარაში შემდგარი პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"თურქეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ავღანეთში და ამიტომ შეიძლება ჩართულ იქნას ამ ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ თურქები მომავალში, მოსკოვში დაგეგმილ ავღანეთის შეკრებას დაესწრებიან", განაცხადა ქაბულოვმა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ი მზადაა ელ ქაიდესა და დაეშის მსგავსი ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთთან თანამშრომლობისათვის



მსგავსი ინფორმაციები