ისრაელის საზღვაო ძალებმა ორი პალესტინელი მეთევზე დააკავეს

ისრაელის საზღვაო ძალებმა ორი პალესტინელი მეთევზე დააკავეს

1149801
ისრაელის საზღვაო ძალებმა ორი პალესტინელი მეთევზე დააკავეს

ისრაელის საზღვაო ძალებმა, ღაზის სანაპიროზე ორი პალესტინელი მეთევზე დააკავეს. ღაზის სოფლის მეურნეობის მუშაკთა ასოციაციის თევზჭერის კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ღაზის სანაპიროზე 11 მილის დაშორებით ერთ-ერთ ნავს, რომელზეც ორი პალესტინელი მეთევზე იმყოფებოდნენ, ჯერ ცეცხლი გაუხსნეს შემდეგ კი მეთევზეები დააკავეს. პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციასა და ისრაელს შორის 1993 წელს გაფორმებული ოსლოს ხელშეკრულების მიხედვით პალესტინელებს ღაზის სანაპიროზე 20 მილის დაშორებით თევზის ჭერის უფლება აქვთ. მაგრამ, ისრაელის მთავრობა ამ ხელშეკრულებას ხშირად არღვევს. ღაზის მეთევზეთა კოოპერატივის  განცხადებით, რეგიონში დაახლოებით 50 ათასი ადამიანი  მეთევზეობით ირჩენს თავს. ისრაელს,  ღაზა,  სადაც დაახლოებით 2 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს, 2006 წლიდან მოყოლებული საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბლოკადაში ჰყავს.



მსგავსი ინფორმაციები