სანდერსი 2020 წლის არჩევნებში თავის კანდიდატურას წამოაყენებს

ამის შესახებ მან თავის მხარდამჭერებს ელ-ფოსტით აცნობა

1148734
სანდერსი 2020 წლის არჩევნებში თავის კანდიდატურას წამოაყენებს

 

აშშ-ის ვერმონტის სენატორმა, 77 წლის  ბერნიე სანდერსმა განაცხადა, რომ 2020 წელს თავის კანდიდატურას წამოაყენებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ მან თავის მხარდამჭერებს ელ-ფოსტით გაგზავნილი მესიჯით აცნობა.

"ჩვენი კამპანია მხოლოდ დონალდ ტრამპის დამარცხებას არ ითვალისწინებს. ჩვენ უნდა გარდავქმნათ ჩვენი სამშობლო ეკონომიკური, სოციალური, რასობრივი და გარემოს სამართლიანობის თვალსაზრისითაც და ქვეყნის მმართველობაც სწორედ ამ პრინციპებზე უნდა დავაფუძნოთ“, აღნიშნულია სანდერსის ელ-ფოსტაში.

ვერმონტელი სენატორი აშშ-ში ცნობილია როგორც ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი მოწინააღმდეგე, რადგან, იგი ხშირად აკრიტიკებს ტრამპსაც და მის კაბინეტსაც.

2016 წლის პრაიმერებში იგი დემოკრატიული პარტიიდან ჰილარი კლინტონის  მეტოქე იყო



მსგავსი ინფორმაციები