ტრამპის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობა იყო?!

"ეს იყო უკანონო და ღალატური საქციელი"

ტრამპის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობა იყო?!

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უპასუხა რა იდეებს, ვითომცდა გამოძიების ფედერალური ბიუროსა (FBI) და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები მისი გადაყენების მიზნით შეხვედრებს მართავდნენ, თქვა, რომ "ეს იყო უკანონო და ღალატური საქციელი".

მან სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან უპასუხა ამერიკული ტელეარხის, Fox News-ის წამყვანის, დენ ბონგინოს განცხადებას, რომ "ეს იყო ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ უკანონო გადატრიალების მცდელობა."

ტრამპმა მოგვიანებით ამ განცხადებას სიტყვა “სიმართლეა“ დაამატა, რითაც ირიბად აღიარა, რომ მის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობა განხორციელდა.

დონალდ ტრამპის ეს გზავნილი მოჰყვა ყოფილი FBI-ს ვიცე-პრეზიდენტის, ანდრია მაკკაბეის განცხადებებს, რომელიც მან ამერიკული CBS- ის ტელეარხთან საუბარში განააკეთა.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, როდ როზენშტეინმა 2017 წელს მასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კაბინეტის რამდენიმე წევრთან გამართა მოლაპარაკებები კონსტიტუციაში არსებული ერთი მუხლის გარშემო, რომლითაც, თუ დამტკიცდება ტრამპის არაკვალიფიციურობა, მაშინ, შესაძლებელი გახდება მისი გადაყენება.

მაკკაბეს მტკიცებითვე, როზენშტეინი მას (აშშ-ის კონსტიტუციის მე-2 მუხლში 1967 წელს შეტანილი) 25-ე ცვლილების შესახებ ესაუბრა და ჰკითხა თუ კაბინეტის რამდენი წევრი დაუჭერდა მხარს ტრამპის გადაყენებას.

თვით როზენშტეინმა კი უარყო ეს ბრალდებები და მათ უსაფუძვლო უწოდა.

აშშ სენატის იუსტიციის კომისიის წევრმა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრაჰამმა განაცხადა, რომ ამ ბრალდებებზე გამოძიება დაიწყება

 



მსგავსი ინფორმაციები