შეიარაღებული თავდასხმა ილინოისის შტატში

არის მსხვერპლიც

1146488
შეიარაღებული თავდასხმა ილინოისის შტატში

აშშ-ს, ილინოისის შტატის  ქალაქ,  ავრორაში ერთ-ერთ კომპანიის შენობაში  მომხდარი სროლის შედეგად წინასწარი მონაცემებით ხუთი ადამიანი დაიღუპა, 5 პოლიციელი კი დაშავდა. ქალაქ ავრორის პოლიციის უფროსმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 45 წლის თავდამსხმელი გერი მარტინი, რომელიც ამ კომპანიაში მუშაობდა და რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს, ლიკვიდირებულია. მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გაავრცელა, რომელშიც იგი დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.



მსგავსი ინფორმაციები