ნიგერიაში საპრეზიდენტო არჩევნები  გადაიდო

არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება

1146626
ნიგერიაში საპრეზიდენტო არჩევნები  გადაიდო

დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან ნიგერიაში საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთი კვირით გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის საარჩევნო კომისიამ მიიღო. მათი თქმით, არჩევნებში თავისუფალი და სამართლიანი პროცესისთვის მომზადება ვერ დაასრულეს. ნიგერიაში მსგავსი შემთხვევა 2015 წელსაც მოხდა. მაშინ არჩევნები 6 კვირით გადაიდო. ასე რომ საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება. გამოკითხვების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში,   მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, მოჰამმედ ბუჰარი და სახალხო დემოკრატიული პარტიის კანდიდატი,  ატიკუ აბუბაქრი ლიდერობენ.



მსგავსი ინფორმაციები