პენსეს არ აკმაყოფილებს ევროპელთა დამოკიდებულება ირანისადმი

“მან ევროპელებს თეირანთან ხელმოწერილი შეთანხმებიდან გასვლა მოსთხოვათ“

1145724
პენსეს არ აკმაყოფილებს ევროპელთა დამოკიდებულება ირანისადმი

 

პოლონეთში მიმდინარე ახლო აღმოსავლეთის კონფერენციაზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსე წარადგენს და მან დადებითად შეაფასა იმ ქვეყნების პოზიცია, რომლებიც დაემორჩილნენ ამერიკის ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ხოლო ზოგიერთი ევროპული ქვეყნები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები ამ საკითხში ჯეროვან დონეზე არ დგანან და აგრძელებენ ირანისგან ნავთობის თუნდაც მცირე რაოდენობით, მაგრამ, მაინც ყიდვას. მანვე ევროპის ქვეყნებს მოუწოდათ, გავიდნენ 2015 წელს ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებიდან.

"სამწუხაროდ, ზოგიერთმა წამყვანმა ევროპელმა პარტნიორებმა ჩვენთან ფაქტიურად არ ითანამშრომლეს, უფრო მეტიც, ისეთი მცდელობებიც კი გამოიჩინეს, რომლებმაც ჩვენი აღსრულების მექანიზმების ჩაშლა გამოიწვიეს. ასეთი ძალისხმევა მხოლოდ ირანს აძლიერებს, მის საპირიპიროდ კი ევროკავშირს ასუსტებს, ხოლო მეორეს მხრივ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის დაპირისპირება-გახლეჩასაც იწვევს. ამიტომაც ევროპის ქვეყნებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, გამოვიდნენ თეირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებიდან“, აღნიშნა პენსემ.

როგორც ცნობილია, ევროპის ბევრი ქვეყანა, აშშ-ს მხრიდან ხსენებული შეთანხმებიდან გასვლის მიუხედავად, არ იჩენს მცდელობას ამ შეთანხმებიდან გასვლისათვის

 



მსგავსი ინფორმაციები