სასამართლომ ელ ჩაპო დამნაშავედ ცნო
სასამართლომ ელ ჩაპო დამნაშავედ ცნო

მსოფლიოში ცნობილი მექსიკელი ნარკობარონი ხოაკინ გუსმანი, იგივე ელ ჩაპო აშშ-ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განაცხადეს, რომ მსჯავრდებული მის წინააღმდეგ წაყენებულ ათივე მუხლში დამნაშავედ სცნეს. ელ ჩაპოს საბოლოო განაჩენს მიმდინარე წლის 25 ივნისს გამოუტანენ. 61 წლის ხოაკინ გუსმანი, იგივე ელ ჩაპო 2016 წელს დააკავეს და შემდეგ აშშ-ში მისი ექსტრადირება მოხდა. მანამდე, ხუთი თვით ადრე კი იგი მექსიკის ციხიდან რამდენიმე კილომეტრიანი გვირაბის საშუალებით გაიქცა.
მსგავსი ინფორმაციები

სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

მექსიკაში ბანდის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
მექსიკაში ბანდის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა