ჩინეთის ძალადობა უიღური თურქების მიმართ ნიუ-იორკშიც გააპროტესტეს

ჩინეთი წლებია უიღური თურქების მიმართ ასიმილაციის პოლიტიკას ახორციელებს

1142086
ჩინეთის  ძალადობა უიღური თურქების მიმართ  ნიუ-იორკშიც გააპროტესტეს
abd cin protesto1.jpg

ჩინეთის მთავრობის მიერ,   აღმოსავლეთ თურქისტანში  უიღური თურქების მიმართ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში, ჩინეთის საკონსულოს წინაც გააპროტესტეს.  საპროტესტო აქციაზე, აშშ-ში მცხოვრები თურქები და უიღური თურქები ესწრებოდნენ. „თავისუფლება აღმოსავლეთ თურქისტანს“, „უყურადღებოდ ნუ დარჩები“, „შეაჩერეთ უიღური თურქების მკვლელობები“ წარწერებიანი ტრანსფარანტებით გამოსული აქციის მონაწილეები, უიღური თურქების მიმართ განხორციელებული რეპრესირებული პოლიტიკის შეჩერებას ითხოვდნენ. აშშ-ში ისლამური საზოგადოების პრეზიდენტმა, აიჰან ოზმექიქმა აქ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათი მიზანი ჩინეთის მთავრობის მიერ უიღური თურქების მიმართ გატარებული ძალადობის პოლიტიკის დაგმობაა. ჩინეთის საკონსულოს წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ასევე, აშშ-დან, თურქეთიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ჩინეთზე უიღური თურქების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი პოლიტიკის შეჩერებისათვის ზეწოლის განხორციელება მოითხოვეს.



მსგავსი ინფორმაციები