პომპეო ევროპულ ტურნეს იწყებს

ვიზიტი 11-15 თებერვალს შორის შესდგება

1141107
პომპეო ევროპულ ტურნეს იწყებს

 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერის თანაშემწემ, რობერტ პალადიომ წერილობითი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ევროპულ ტურნეს იწყებს და მის ფარგლებში 11-15 თებერვალს უნგრეთს, სლოვაკეთს, პოლონეთს, ბელგიას და ისლანდიას ეწვევა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმადვე, პომპეო უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 11 თებერვალს ჩავა, სადაც ის შეხვდება მაღალი დონის სახელებს, მათ შორის უნგრეთის პრემიერ-მინისტრს და აქ დასრულებული შეხვედრების შემდეგ, 12 თებერვალს, იგი სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავას ესტუმრება რა, აქაც ამ ქვეყნის პირველ პირებს შეხვდება და აქაც მაღალი დონის პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გამართავს.

ამავე ვიზიტის ფარგლებში პომპეო ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინს შეხვდება და რიგ აქტუალურ საკითხებთან ერთად, ვენესუელის კრიზისსაც განიხილავს.

“ევროპულ ტურნეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 15 თებერვალს დაასრულებს და ვაშინგტონში დაბრუნდება“, აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერის თანაშემწის, რობერტ პალადიოს წერილობით განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები