შეიარაღებული თავდასხმა მწყემსებზე

დაიღუპა 15 კაცი

1139835
შეიარაღებული თავდასხმა მწყემსებზე

 

ნიგერიის ზამფარას პროვინციაში, დაუდგენელი პირების მხრიდან განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა.

პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუჰამედ შეჰუმ განაცხადა, რომ გუსაუს რაიონის სოფელ ფულანის მწყემსებზე  შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 15 მათგანი დაიღუპა, 6 ქალი გაიტაცეს, ხოლო ამის პარალელურად, ფულანში მრავალი სახლი ცეცხლს მისცეს.

მისივე თქმით, გატაცებული ქალების გამოხსნის მიზნით, მათ  სპეცოპერაცია დაიწყეს.

ნიგერიის ზამფარას პროვინციაში, ბალახის ნაკლებობის გამო, ხშირად მწყემსებსა და ფერმერებს შორის შეტაკებები ხდება.

წინა შაბათ-კვირასაც, ასეთ შეტაკებაში 9 ადამიანი გარდაიცვალა.



მსგავსი ინფორმაციები