მადურო რომის პაპს შუმდგომლობას სთხოვს

“მხარეები თუ თანახმანი იქნებიან, მზად ვარ შუამდგომლობისთვის“

1139837
მადურო რომის პაპს შუმდგომლობას  სთხოვს

 

კათოლიკური სამყაროს სულიერმა ლიდერმა, რომის პაპმა ფრანცისკამ განაცხადა, რომ თუ ვენესუელაში მხარეები შეთანხმდებიან და მას შუამდგომლობას მოსთხოვენ, მაშინ, იგი მზად იქნება ამ როლისათვის.

ამის შესახებ მან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, მას არ წაუკითხავს ის წერილი, რომელიც მადურომ გამოუგზავნა და ამიტომ არაფერი იცის იმის შესახებაც, თუ რა არის გასაკეთებელი.

პაპის აზრითვე, მისი შუადგომლობის  წინ, მცირე ზომის ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მათ შორის დიპლომატიურიც, თანაც არა მხოლოდ ვატიკანში, რადგან, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი საშუამავლო ნაბიჯების გადადგმა.

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ იტალიის Sky-24 ტელევიზიას განუცხადა, რომ მან შუმდგომლობის  თხოვნით წერილი გაუგზავნა რომის პაპს.



მსგავსი ინფორმაციები