The New York Times-ი ამერიკის მთავრობას  მოუწოდებს ავღანეთში ომი დაასრულოს

The New York Times-ი ამერიკის მთავრობას  მოუწოდებს ავღანეთში ომი დაასრულოს

1139234
The New York Times-ი ამერიკის მთავრობას  მოუწოდებს ავღანეთში ომი დაასრულოს

ამერიკული  გაზეთი, ნიუ-იორკ თაიმსი ამერიკის მთავრობას მოუწოდებს ავღანეთში თალიბანებთან დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკება გააგრძელოს და ამ ქვეყანაში ომი დაასრულოს რა, ამერიკის სამხედროები სახლში დააბრუნოს. NYT-მა „ავღანეთში ომი დაასრულეთ“ სახელწოდების სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-მ ანტიტერორისტული ოპერაციები ავღანეთის ჩათვლით 80 ქვეყანაში 2001 წლიდან დაიწყო რა, მას შემდეგ ქვეყანამ როგორც მატერიალური, ასევე დიდი ოდენობით ადამიანური რესურსებიც დაკარგა.  სტატიაში ასევე იმაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომ  აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, საზღვარგარეთის საომარი მოქმედებები უნდა შეემცირებინა.    „შეზღუდვა, უნდა დაიწყოს იმ ადგილას, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო. მაგალითად, ავღანეთიდან მაშინ როდესაც უკვე 17 წელზე მეტია ამ ბრძოლას დასასრული არ უჩანს და არც არანაირი შედეგი არ აქვს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ავღანეთში მიზანდაუსახავი ომი მიმდინარეობს. ამერიკის მთავარი მიზანი ავღანეთში,  ოსამა ბინ ლადენის გასამართლება გახლდათ და ეს მიღწეულ იქნა. აშშ-სა და თალიბანებს შორის წარმოებული მოლაპარაკებები, გაბედული ნაბიჯია. აშშ-ს სამხედროების სამშობლოში დაბრუნებას ამერიკის უმრავლესობა უჭერს მხარს.  თუ ბატონი ტრამპი ამ საკითხთან დაკავშირებით წლის ბოლომდე მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ გადადგამს, მაშინ 2001 წელს კონგრესის მიერ მიცემული სამხედრო მანდატი შეიძლება გაუქმდეს. ამისათვის კონგრესსაც შესაბამისი სამუშაოების ჩატარება ესაჭიროება. ამერიკის სამხედროებმა ავღანეთში მამაცურად იბრძოლეს. უკვე დროა, ისინი სახლებში დაბრუნდნენ,“ ნათქვამია გაზეთ,  NYT-ში  გამოქვეყნებულ სტატიაში.



მსგავსი ინფორმაციები