გაერო ვენესუელის საკითხში არ ჩაერევა

გაერო ვენესუელის საკითხში არ ჩაერევა

1138773
გაერო ვენესუელის საკითხში არ ჩაერევა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა განაცხადა, რომ ვენესუელაში არსებული კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარებისათვის, მათ არცერთ ჯგუფს არ დაუჭერენ  მხარს.  გუტერესმა გაეროს შტაბში ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრის დროს ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და შეშფოთება გამოთქვა. „გაერომ გადაწყვიტა, უსაფრთხოების მიზნით, ვენესუელაში არსებული პოლიტიკური კრიზის მოსაგვარებლად არცერთ ჯგუფს არ დაუჭიროს მხარი,“ განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. ვენესუელაში 23 იანვარს ოპოზიციის და მთავრობის მიერ გამართული აქციებით ქვეყანაში და რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა. ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, რომელსაც აშშ-ს ჩათვლით კანადამ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, ბრაზილიამ, ჩილემ, არგენტინამ და სხვა მრავალმა ქვეყანამ მალევე დაუჭირეს მხარი. მეორეს მხრივ, ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტ, ნიკოლას მადუროს მექსიკამ, თურქეთმა, რუსეთმა, კუბამ, ჩინეთმა, ირანმა და ბოლივიამ დაუჭირეს მხარი.

აშშ-მ ბოლოს ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია, PDVSA-ს მიმართ სანქციები დააწესა და აშშ-ში მათი ფინანსური შემოსავლების ოპოზიციის ლიდერ,  ხუან გუაიდოზე გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები