ერთ დროს რადიკალისტი მემარჯვენე ჰოლანდიელი მუსლიმანი გახდა

იგი ჯერ ანტი ისლამური წიგნებს წერდა, ახლა პროისლამურს წერს

1138782
ერთ დროს რადიკალისტი მემარჯვენე ჰოლანდიელი მუსლიმანი გახდა

 

ჰოლანდიაში, ერთ დროს რადიკალური მემარჯვენე თავისუფლების პარტიიდან (PVV) პარლამენტარმა და ამ პარტიის თავჯდომარის მოადგილე ჯორამ ვან კლავერენმა, რომელმაც ისლამის საწინააღმდეგო რამდენიმე წიგნი დაწერა, მუსლიმანობა მიიღო.

ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, 39 წლის ჯორამ ვან კლავერენმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მიიღო მუსლიმანობა.

ამავე ინფორმაციით, ეს რადიკალი პოლიტიკოსი ანტი ისლამური წიგნების კვლევისას კარგად გაეცნო მუსლიმანობას, თანდათანობით პოზიცია შეიცვალა და ბოლოს ისლამის მიმდევარი გახდა რა, ისეთი წიგნიც კი გამოსცა, რომელშიც მკაცრად დაგმო და გააკრიტიკა არა მუსლიმანების ისლამის საწინააღმდეგო იდეები და პოზიციები.

ვან კლავერენი 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში თავის მიერ დაფუძნებული პარტიიდან იყო კანდიდატი, მაგრამ ვერ გაიმარჯვა და პოლიტიკას გამოემშვიდობა.

ჰოლანდიაში 6 წლის წინ მუსლიმანი გახდა რადიკალურ მემარჯვენე ერთიანი პარტიის ლიდერი არნოდ ვან დორნი



მსგავსი ინფორმაციები