ვენესუელაში  დაძაბულობა არ ცხრება

კარაკასი დემონსტრაციების ველად გადაიქცა

1137678
ვენესუელაში  დაძაბულობა არ ცხრება

 

ვენესუელას დედაქალაქ კარაკასის მოედნები და პროსპექტები დემონსტრაციების ველად გადაიქცა, რადგან, ერთის მხრივ, სახელმწიფო მეთაურის, ნიკოლას მადუროს მხარდამჭერები გამოდიან, რომლებიც ამასთან ერთად ჩავეზის ბოლივარული რევოლუციის მე -20 წლისთავსაც აღნიშნავენ, მეორეს მხრივ კი ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მხარდაჭერებიც აწყობენ ფართომასშტაბიან გამოსვლებს.

ნიკოლას მადურომ ბოლივარის ბულვარზე შეკრებილ ხალხს მიმართა და თქვა, რომ ერთიანი ეროვნული არჩევნები წელსვე ჩატარდება, ხოლო ამის პარალელურად ღია არიან ოპოზიციასთან დიალოგისთვის. მანვე ვაშინგტონის ადმინისტრაციას ასეთი შინაარსის მესიჯი გაუგზავნა: "ჩვენ არ დავთმობთ ხელისუფლებას და არ დაგნებდებით".

ოპოზიცია კი, რომელმაც არმიის მხარდაჭერა ვერ მიიღო, უარს ამბობს  დიალოგზე და მათმა ლიდერმა ხუან გუაიდომ, რომელმაც საკუთარი თავი სახელმწიფოს მეთაურად გამოაცხადა, მოუწოდა ოპოზიციას, 12 თებერვალს, "ახალგაზრდობის დღის" დღესასწაულზე, მთავარი დემონსტრაცია მოაწყონ და მანამდის არ შეაჩერონ საპროტესტო ეს აქციები, სანამ თავიანთ მიზანს არ მიაღწევენ.

მისივე თქმით, ამერიკული დახმარება, რომელშიც საკვები პროდუქტები და მედიკამენტები შედის, რამდენიმე დღეში  ქვეყანაში შემოვა რა, მათ არმიის დახმარებით გაანაწილებენ.

ამასობაში ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ, ვაშინგტონის მთავრობა ვენესუელის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის ოფისის წინ შეკრებილებმა კი, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვენესუელას საწინააღმდეგო პოლიტიკა გააპროტესტეს



მსგავსი ინფორმაციები