კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა
ბრაზილიის მთავრობამ ყველა კაშხლის კონტროლი მოითხოვა
1137766
ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე მინას-ჟერაისის შტატში, სამთო ნარჩენების კაშხლის გარღვევის შედეგად, ბოლო მონაცემებით 121-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა და მათგან 93-ის იდენტიფიკაცია მოხდა, ხოლო დაახლოებით 226 ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დღემდე გრძელდება. ქალაქ ბრუმადუნოში ევაკუაცია გაუკეთეს 3 ათასამდე ოჯახს და ისინი უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს. დღემდე ჩატარებული სამაშველო სამუშაოების ფარგლებში სულ 192 ადამიანის გადარჩენა შესძლეს. ამ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ, ქვეყნის მთავრობამ ყველა კაშხლის კონტროლი მოითხოვა