ნიგერიაში ლასას ციებ-ცხელების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში ლასას ციებ-ცხელების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

1137335
ნიგერიაში ლასას ციებ-ცხელების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

დასავლეთი აფრიკის ქვეყნებიდან, ნიგერიაში  მომაკვდინებელი დაავადება, ლასას ციებ-ცხელებაა  გავრცელებული, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით 42 ადამიანი დაიღუპა. ნიგერიის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან (NCDC) გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დაავადება ამ დროისთვის 16 პროვინციაში 538 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათივე განცხადებით, დაავადების შედეგად ერთი თვის განმავლობაში 42 ადამიანი დაიღუპა. ლასას მალარია, რომელიც გამოწვეულია ვირთაგვასთან კონტაქტის საშუალებით, იწვევს სისხლდენას ცხვირიდან, პირიდან და სხეულის სხვა ნაწილებიდან. იმ ადამიანების უმეტესობას, რომელიც ლასას ციებ-ცხელებით დაიღუპა აღენიშნებოდა სიცხე, თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე.  ოფიციალური პირები საზოგადოებას ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებს და როგორც ვირთაგვებისგან ასევე სხვა მღრღნელებისგან თავის დაცვისკენ მოუწოდებენ.



მსგავსი ინფორმაციები