ალექსის ციპრასი 5-6 თებერვალს ორ დღიანი ვიზიტით თურქეთს ეწვევა

ალექსის ციპრასი სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსაც შეხვდება

1136727
ალექსის ციპრასი 5-6 თებერვალს ორ დღიანი ვიზიტით თურქეთს ეწვევა

საბერძნეთის პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასი 5-6 თებერვალს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ განცხადება საბერძნეთის მთავრობის პრესსპიკერმა, დიმიტრის კანაკაპოულოსმა გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისი თქმით, ალექსის ციპრასი თურქეთში პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ჩავა. ალექსის ციპრასი თურქეთში ვიზიტის პირველ დღეს პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართავს შეხვედრას, ხოლო მეორე დღეს სტამბოლში, ფენერის ბერძენთა  პატრიარქ ბართლომეოს შეხვდება.



მსგავსი ინფორმაციები