მადურო: „აშშ-ს  ლიბიის და ერაყის მსგავსად ვენესუელის ნავთობის დაპატრონება სურს“

მადურომ სოციალური ქსელის მეშვეობით ვიდეო მიმართვა გაავრცელა

1136160
მადურო: „აშშ-ს  ლიბიის და ერაყის მსგავსად ვენესუელის ნავთობის დაპატრონება სურს“

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ აშშ-ს, ლიბიაში და ერაყში გატარებული პოლიტიკის, ვენესუელაში გატარება  და ამით მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის რეზერვუარების დაპატრონება სურს. მადურომ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ აშშ-ს ჩათვლით, საერთაშორისო არენაზე მათ წინააღმდეგ ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ომი მიმდინარეობს. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს მთავრობა ოპოზიციას აფინანსებს რათა ვენესუელაში გადატრიალება მოხდეს. მან, მოსახლეობას კიდევ ერთხელ სიფხიზლისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა. „ლათინურ ამერიკაში მორიგ ვიეტნამის სცენარს  ნუ დავუშვებთ. იმ შემთხვევაში თუ აშშ, ჩვენზე სამხედრო ოპერაციის განხორციელებას გადაწყვეტს, იმაზე  უფრო სავალალო  შედეგს მიიღებს, ვიდრე ვიეტნამში.  ძალადობას ნუ დავუშვებთ, რადგან ჩვენ მშვიდობის მყოფელი ერი ვართ. სიმონ ბოლივარის და ჰუგო ჩავესის ისტორიით ვამაყობთ. ჩვენ, მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის რეზერვუარების მქონე ქვეყანა ვართ. აშშ-ს, ლიბიაში და ერაყში გატარებული პოლიტიკის ჩვენთანაც გატარება სურს, რითაც ჩვენი ნავთობის დაპატრონებას ცდილობს. ჩვენ ასევე მსოფლიოში ყველაზე დიდი ოქროს და ბუნებრივი აირის რეზერვუარების მქონე ქვეყანა ვართ რა, სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენ თავს გვესხმიან. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ დონალდ ტრამპის, მაიკ პომპეოს და სხვა რადიკალების განცხადებებს ყური არ დაუგდოთ. ჩვენს ქვეყანაში ხუნტის ნება არ მისცეთ,“ აცხადებს მადურო სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში. ვენესუელის პრეზიდენტმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ აშშ-სთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება სურს.



მსგავსი ინფორმაციები