ევროპარლამენტმა ხუან გუაიდოს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო
აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 439 დეპუტატმა 104-ის წინააღმდეგ დაუჭირა
ევროპარლამენტმა ვენესუელაში საკუთარი თავის დროებით პრეზიდენტად ამღიარებელი, ოპოზიციის ლიდერის ხუან გუაიდოს აღიარების რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტში აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 439 დეპუტატმა 104-ის წინააღმდეგ დაუჭირა. რეზოლუციაში ასევე ამჟამინდელი მმართველების მიმართაც გაკეთდა მოწოდება, რომელშიც ნათქვამია: „ქვეყანაში, ამჟამინდელმა მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევა დროულად უნდა დაასრულოს.“ ვენესუელაში ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად 23 იანვარს გამოაცხადა, რომელსაც აშშ-ს ჩათვლით კანადამ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, ბრაზილიამ, ჩილემ, არგენტინამ და სხვა მრავალმა ქვეყანამ მალევე დაუჭირეს მხარი. მეორეს მხრივ, ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტ, ნიკოლას მადუროს მექსიკამ, თურქეთმა, რუსეთმა, კუბამ, ჩინეთმა, ირანმა და ბოლივიამ დაუჭირეს მხარი.