ტერორისტები კუნძულ მინდანოზე მეჩეთს დაესხნენ თავს
ტერორისტები კუნძულ მინდანოზე მეჩეთს დაესხნენ თავს
1135396

ფილიპინებში ერთ-ერთ მეჩეთზე თავდასხმა განხორციელდა. შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. თავდასხმა კუნძულ მინდანოზე მოხდა. თავდამსხმა ხელნაკეთი ბომბით განახორციელდა. ფილიპინებში გასულ კვირას ქვეყნის სამხრეთში კათოლიკურ ეკლესიასთან, კვირის საეკლესიო მსახურების დროს ორი ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა 70-ზე მეტი დაშავდა. ეს თავდასხმა საკუთარ თავზე ტერ ორგანიზაცია, დაეშ-მა აიღო.